Friday, February 28, 2014

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება

   აი,დასრულდა ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის ტრენინგები,რომელმაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა...აუცილებელი და საჭიროა ასეთი სახის ტრენინგები,რომლებიც დადებითად იმოქმედებენ სასწავლო პროცესზე...
  ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია...მით უმეტეს-ტექნოლოგიების საუკუნეში...
   პირადად-მე,ყველა მასწავლებლისთვის აუცილებლად მივიჩნევ ასეთი სახის ტექნოლოგიების დაუფლებას,რადგან გონივრულად დაგეგმილ სასწავლო პროცესს ესაჭიროება ტექნოლოგიურად გამართული პროექტები,რაშიც გვეხმარება ინტელის სასწავლო ტრენინგები...
   ვიმედოვნებ,რომ აღნიშნული ტრენინგი ძალიან დამეხმარება სასწავლო პროცესის უფრო საინტერესოდ დაგეგმვა-წარმართვაში,რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი ჩვენს უსათუთეს და უსაყვარლეს ტრენერს,ქალბატონ - ქეთი ცერაძეს.

ტრენინგის მეცხრე დღე

     ტრენინგის მეცხრე დღეც ძალიან საინტერესოდ დავიწყეთ... პირველ რიგში გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს,შევამოწმეთ,ვნახეთ ხომ არაფერი გვქონდა გამორჩენილი; შემდეგ ვისწავლეთ პიკასა-ალბომის შექმნა.ჩვენი საყვარელი ტრენერის დახმარებით ძალიან ადვილად შევძელით უკვე შექმნილი ალბომის ატვირთვა ბლოგზე.
    შემდეგ დავიწყეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია:ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ უდიტორიის წინაშე წარმოადგინა თავისი პროექტი...ყველა პროექტი. ეს პროექტები,როგორც მოველოდით, საინტერესო და შინაარსიანი იყო...გადავიღეთ სამახსოვრო სურათებიც,ხოლო ტრენერმა საზეიმო ვითარებაში გადმოგვცა ინტელის სასწავლო ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები...
   შემდეგ შევაჯამეთ ტრენინგი,ბოლოს კი მოვახდინეთ რეფლექსია ბლოგზე...
   ამ საინტერესო ტრენინგისათვის მადლობას ვუხდი ჩვენს საყვარელ ტრენერს,ქალბატონ ქეთი ცერაძეს.გამეხარდება,თუ ასეთი ტრენინგები კიდევ ჩატარდება და  ქ-ნი ქეთის დახმარებით კიდევ შევძლებ ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას. ქეთი,ძალიან მიყვარხაარ...

                                  .

Sunday, February 23, 2014

ტრენინგის მერვე დღე

     ტრენინგის მერვე დღეც შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ.ამის შემდეგ ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ შევქმენით და განვიხილეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ფასილიტაციის ნიმუშები და მოვათავსეთ პორტფოლიოს დამხმარეში.
   შემდეგ გავხსენით ჩვენი საქაღალდე,რომელიც ჩეკ-ლისტით შევამოწმეთ და საჭირო ადგილას მოვახდინეთ მისი კორექტირება.ბოლოს კი,სრულყოფილი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.
   ტრენინგის მერვე დღითაც ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ტრენერს,ქ-ნ ქეთი ცერაძეს.




                   
                                      

Saturday, February 22, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

       ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით,ამის შემდეგ, თითოეული მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით,შევქმენით ნიმუშები.ტრენერის დახმარებით მოვახდინეთ სასწავლო პროექტის დახვეწა - სრულყოფა.ბოლოს კი,მოვახდინეთ რეფლექსია ბლოგზე.
     დღევანდელი დღით,ისევე,როგორც დანარჩენით,ძალიან კმაყოფილი ვარ...

Sunday, February 16, 2014

ტრენინგის მე-6 დღე


  • მასალის გამეორება;
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაცნობა;
  • მოსწავლის ბლოგზე მუშაობა;
  • მოსწავლის პრეზენტაციის შექმნა;
  • რეფლექსია.

Saturday, February 15, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, გავიმეორეთ პრეზენტაციის ატვირთვის ინსტრუმენტები. შემდეგ გავეცანით ვიდეოფილმების საცავს-Youtubes-ს, სადაც

Sunday, February 9, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

        ტრენინგის მეოთხე დღეც ძალიან საინტერესოდ დავიწყეთ.პირველ რიგში გავიმეორეთ ნასწავლი მასალა,შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები,რომლებიდანაც ავირჩიეთ ჩვენთვის მისაღები ფორმები და ჩვენს ბლოგს შევუსაბამეთ.ამის შემდეგ შევქმენით შეფასების მონახაზი.ტრენერის დახმარებით შევძელით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა. ტრენინგის დასასრულს კი პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე.
       ტრენინგის მეოთხე დღემაც ჩვეულებრივზე მეტად საინტერესოდ ჩაიარა,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ქ-ნ ქეთის.

.

Saturday, February 8, 2014

ტრენინგის მესამე დღე



  ეს დღეც ძალიან საინტერესოდ დავიწყეთ.ტრენერთან ერთად გავიმეორეთ ნასწავლი მასალა,შემდეგ ქ-ნი ქეთი დაგვეხმარა ძალიან ადვილად და საინტერესოდ დაგვედგინა პროექტის სტანდარტი; ამის შემდეგ განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი და ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე.
  დღის ბოლოს მოვახდინეთ რეფლექსია ბლოგზე.
  დღევანდელი დღით,ისევე როგორც სხვა დღეებით,ძალიან კმაყოფილი დავრჩი,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს,ქალბატონ ქეთი ცერაძეს.

Sunday, February 2, 2014

ტრენინგის მეორე დღე

               
          2014 წლის 2 თებერვალი

  ტრენინგის მეორე დღე დაიწყო საშინაო დავალების მიმოხილვით.ტრენერმა,ქ-ნმა ქეთი ცერაძემ თითოეული მასწავლებლისაგან მოისმინა თუ რა სახის პროექტზე სურდა მას მუშაობა,მოგვცა რეკომედაციები...
   ამის შემდეგ დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორება,შემდეგ კი გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს,რომლებიც ძალიან საინტერესოდ და რაც მთავარია ყველა მონაწილისათვის ადვილად გასაგებად წარმოგვიდგინა ქ-ნმა ქეთიმ.;ვისწავლეთ ტექსტურ რედაქტორში ინსტრუმენტების გარჩევაც...
  ტრენერმა ძალიან საინტერესოდ აგვიხსნა ბუკლეტების დამზადება და შეგვასრულებინა პრაქტიკული სამუშაო : დაგვამზადებინა ბუკლეტები.



  ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესო იყო,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ტრენერს - ქეთი ცერაძეს.
 
     

Saturday, February 1, 2014

ტრენინგის პირველი დღე

           2014 წლის 1 თებერვალს დავიწყეთ ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის ტრენინგი - ტრენერი - ქეთი ცერაძე,სსიპ ქ.გორის 7-ე სკოლაში.
        ტრენერი პირველ რიგში გაგვეცნო, შემდეგ თითოეული მონაწილე გავეცანით ერთმანეთს,ვისაუბრეთ ჩვენს შესაძლებლობებზე... ამის შემდეგ ქ-ნმა ქეთიმ წარმოგვიდგინა ტრენინგის დღის წესრიგი,ისაუბრა საორგანიზაციო საკითხებზე; შემდეგ გაგვაცნო ინტელის კურსის მიზნები და მისაღწევი შედეგები.ვისაუბრეთ იმის შესახებ,თუ რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეთ 21-ე საუკუნის ახალგაზრდებს.
       ტრენინგზე გავეცანით გზამკვლევსაც.