Sunday, February 2, 2014
ტრენინგის მეორე დღე
2014 წლის 2 თებერვალი
ტრენინგის მეორე დღე დაიწყო საშინაო დავალების მიმოხილვით.ტრენერმა,ქ-ნმა ქეთი ცერაძემ თითოეული მასწავლებლისაგან მოისმინა თუ რა სახის პროექტზე სურდა მას მუშაობა,მოგვცა რეკომედაციები...
ამის შემდეგ დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორება,შემდეგ კი გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნებს,რომლებიც ძალიან საინტერესოდ და რაც მთავარია ყველა მონაწილისათვის ადვილად გასაგებად წარმოგვიდგინა ქ-ნმა ქეთიმ.;ვისწავლეთ ტექსტურ რედაქტორში ინსტრუმენტების გარჩევაც...
ტრენერმა ძალიან საინტერესოდ აგვიხსნა ბუკლეტების დამზადება და შეგვასრულებინა პრაქტიკული სამუშაო : დაგვამზადებინა ბუკლეტები.
ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესო იყო,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ტრენერს - ქეთი ცერაძეს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment