2014 წლის 1 თებერვალს დავიწყეთ ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის ტრენინგი - ტრენერი - ქეთი ცერაძე,სსიპ ქ.გორის 7-ე სკოლაში.
ტრენერი პირველ რიგში გაგვეცნო, შემდეგ თითოეული მონაწილე გავეცანით ერთმანეთს,ვისაუბრეთ ჩვენს შესაძლებლობებზე... ამის შემდეგ ქ-ნმა ქეთიმ წარმოგვიდგინა ტრენინგის დღის წესრიგი,ისაუბრა საორგანიზაციო საკითხებზე; შემდეგ გაგვაცნო ინტელის კურსის მიზნები და მისაღწევი შედეგები.ვისაუბრეთ იმის შესახებ,თუ რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეთ 21-ე საუკუნის ახალგაზრდებს.
ტრენინგზე გავეცანით გზამკვლევსაც.
No comments:
Post a Comment